ფემიციდი

ლორა სმიტი
ლორა სმიტი ასაკი: მისი ისტორია
ლალი ბალიაშვილი
ლალი ბალიაშვილი ასაკი: 27 მისი ისტორია
მაია ჯავახიშვილი
მაია ჯავახიშვილი ასაკი: მისი ისტორია
მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი
მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი ასაკი: 39 მისი ისტორია
ეკა ნაქევხრიშვილი
ეკა ნაქევხრიშვილი ასაკი: 24 მისი ისტორია
თეონა ბერიძე
თეონა ბერიძე ასაკი: 27 მისი ისტორია
ნინო ჯავახიშვილი
ნინო ჯავახიშვილი ასაკი: 30 მისი ისტორია
თამარ გამრეკელაშვილი
თამარ გამრეკელაშვილი ასაკი: 25 მისი ისტორია
ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი ასაკი: 21 მისი ისტორია
საბინა ვერდიიევა
საბინა ვერდიიევა ასაკი: 19 მისი ისტორია
რაიხონ. კ
რაიხონ. კ ასაკი: 23 მისი ისტორია
სალომე ჯორბენაძე
სალომე ჯორბენაძე ასაკი: 19 მისი ისტორია
ლუბა ყოჩიაშვილი
ლუბა ყოჩიაშვილი ასაკი: 76 მისი ისტორია
ხანუმ ჯეირანოვა
ხანუმ ჯეირანოვა ასაკი: 30 მისი ისტორია
მარიამ კოჩალიძე
მარიამ კოჩალიძე ასაკი: 17 მისი ისტორია
ლელა ავლოხაშვილი
ლელა ავლოხაშვილი ასაკი: 43 მისი ისტორია
მაკა წივწივაძე
მაკა წივწივაძე ასაკი: 33 მისი ისტორია
მანანა ზუბიაშვილი
მანანა ზუბიაშვილი ასაკი: 40 მისი ისტორია
ნინო კილასონია
ნინო კილასონია ასაკი: 28 მისი ისტორია
ანა პაპაშვილი
ანა პაპაშვილი ასაკი: 20 მისი ისტორია
ელენე შიუკაშვილი
ელენე შიუკაშვილი ასაკი: 29 მისი ისტორია
ნადეჟდა სისაური
ნადეჟდა სისაური ასაკი: 52 მისი ისტორია
ჟუჟუნა ინაშვილი
ჟუჟუნა ინაშვილი ასაკი: 28 მისი ისტორია
სოფო ზურებიანი
სოფო ზურებიანი ასაკი: 27 მისი ისტორია
ეკატერინე ქავთარაძე
ეკატერინე ქავთარაძე ასაკი: 36 მისი ისტორია
გუნაი ისაიევა
გუნაი ისაიევა ასაკი: 29 მისი ისტორია
ზიზი ურუშაძე
ზიზი ურუშაძე ასაკი: 49 მისი ისტორია
ნატალია ბეჟანიშვილი
ნატალია ბეჟანიშვილი ასაკი: 29 მისი ისტორია
ნელი სონიძე
ნელი სონიძე ასაკი: 35 მისი ისტორია
ლორა სმიტი ლორა სმიტი ასაკი: მისი ისტორია
ლალი ბალიაშვილი ლალი ბალიაშვილი ასაკი: 27 მისი ისტორია
მაია ჯავახიშვილი მაია ჯავახიშვილი ასაკი: მისი ისტორია
მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი ასაკი: 39 მისი ისტორია
ეკა ნაქევხრიშვილი ეკა ნაქევხრიშვილი ასაკი: 24 მისი ისტორია
თეონა ბერიძე თეონა ბერიძე ასაკი: 27 მისი ისტორია
ნინო ჯავახიშვილი ნინო ჯავახიშვილი ასაკი: 30 მისი ისტორია
თამარ გამრეკელაშვილი თამარ გამრეკელაშვილი ასაკი: 25 მისი ისტორია
ანა ნაცვლიშვილი ანა ნაცვლიშვილი ასაკი: 21 მისი ისტორია
საბინა ვერდიიევა საბინა ვერდიიევა ასაკი: 19 მისი ისტორია
რაიხონ. კ რაიხონ. კ ასაკი: 23 მისი ისტორია
სალომე ჯორბენაძე სალომე ჯორბენაძე ასაკი: 19 მისი ისტორია
ლუბა ყოჩიაშვილი ლუბა ყოჩიაშვილი ასაკი: 76 მისი ისტორია
ხანუმ ჯეირანოვა ხანუმ ჯეირანოვა ასაკი: 30 მისი ისტორია
მარიამ კოჩალიძე მარიამ კოჩალიძე ასაკი: 17 მისი ისტორია
ლელა ავლოხაშვილი ლელა ავლოხაშვილი ასაკი: 43 მისი ისტორია
მაკა წივწივაძე მაკა წივწივაძე ასაკი: 33 მისი ისტორია
მანანა ზუბიაშვილი მანანა ზუბიაშვილი ასაკი: 40 მისი ისტორია
ნინო კილასონია ნინო კილასონია ასაკი: 28 მისი ისტორია
ანა პაპაშვილი ანა პაპაშვილი ასაკი: 20 მისი ისტორია
ელენე შიუკაშვილი ელენე შიუკაშვილი ასაკი: 29 მისი ისტორია
ოჯახის ღირსება სიცოცხლეზე უპირატესია

ხანუმ ჯეირანოვახანუმ ჯეირანოვა აზერბაიჯანული ეროვნების საქართველოს მოქალაქე იყო. ის საქართველოში დაიბადა და მთელი ცხოვრება აქ გაატარა, კახეთის ერთ-ერთ რაიონში. 2014 წლის 18 სექტემბერს, ხანუმმა თავი მოიკლა, ის ჩამომხრჩვალი იპოვეს. ხანუმი 30 წლის იყო. ის ოჯახის ღირსების აღდგენას ემსხვერპლა. ხანუმ ჯეირანოვას ბრალი ღალატში ედებოდა. მეუღლის ნათესავები პირში აგინებდნენ და ცემდნენ კიდეც ქალს. ერთ დღეს ყველანი ერთად შეიკრიბნენ და ხანუმს განკითხვა მოუწყვეს. ეს მოხდა სოფელ ლამბალოს ცენტრში. ტრადიციის მიხედვით, იმ დღის შემდეგ, აღარავინ უნდა დალაპარაკებოდა მას. ხანუმს ჩამოერთვა უფლება, წასულიყო ბაზარში, დასწრებოდა მშობელთა კრებას სკოლაში, ვინმეს ქორწილს, სულ უბრალოდ - გასულიყო სასაფლაოზე. ანუ ტრადიციის მიხედვითვე, ხანუმის ცხოვრება ამ განკითხვის რიტუალის შემდეგ, იქვე დამთავრდა - სოფლის ცენტრში. სოფლის მაცხოვრებლებს სჯერათ, რომ თუ ადამიანი ამ დროს თავს მოიკლავს, ესე იგი, საკუთარ შეცდომებს ხედავს და სინანულსაც გრძნობს. მან თავი მოიკლა.

ბათუმის პლიაჟზე ქალის მკვლელობის შემდეგ, მკვლელი ირანში გაიქცა

მარიამ კოჩალიძემარიამ კოჩალიძის ცხედარი პოლიციამ და ახლობლებმა მისი გაუჩინარებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ბულვარის მიტოვებულ ნაწილში იპოვნეს.

სხეულზე ძალადობის კვალი აღინიშნებოდა, გოგონას ყელი ბასრი საგნით ჰქონდა გამოჭრილი და ზურგზე დიდი ლოდი ედო. ადგილზე არ აღმოჩნდა მისი ველოსიპედი, სამკაული და მობილური ტელეფონი.

2015 წლის 21 იანვარს, 8 წლის ბავშვის მკვლელობის შემდეგ, ირანში, გომიშანის ოლქში, 17 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული მოჰამად ამინ რუინთანი დააკავეს.

მკვლელობა ძარცვის მიზნით

 სახლი, სადაც ლელა ავლოხაშვილი მოკლეს43 წლის ლელა ავლოხაშვილი მეუღლემ 2015 წლის 6 თებერვალს, დილით ნაქირავებ ბინაში გარდაცლილი იპოვა. შემთხვევა თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე მოხდა. "დილით ადრე დავბრუნდი სახლში, ტელევიზორი ჩართული დამხვდა, ლელა ტელევიზორის წინ იჯდა. შევეხმიანე, რომ არ მიპასუხა მივუახლოვდი და უკვე ცივი იყო, გარდაიცვალა" - იხსენებს მეუღლე, სარაფ ნურიევი.

მეუღლისგან განსხვავებით, მეზობლები არ იზიარებენ მკვლელობის ვერსიას. "ეს ძველი სახლია და პატარა გაფაჩუნებაც ისმის. ლელა დილით ადრე დგებოდა და ყოველთვის სიფრთხილეს იჩენდა რომ არ გავეღვიძებინეთ. ჩვენს თავზე ცხოვრობდა და კიბეზე ჩამოსვლის დროს მაინც გვეღვიძებოდა"- იხსენებს გარდაცვლილის მეზობელი - "შემთხვევის ღამეს არაფერი გაგვიგია."

აღნიშნულ შემთხვევაზე საქმე აღიძრა ჩუღურეთის რაიონის პოლიციის განყოფილებაში.

გარდაცვლილი ლელა ავლოხაშვილი სარაფ ნურიევთან ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. მას ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი პირველი ქორწინებიდან, რომლებთანაც ურთიერთობა გაყრის შემდეგ აღარ ჰქონია. მსხვერპლს სხვა ახლო ნათესავები საქართველოში არ ჰყავდა. მისი გვამი ძმამ რუსეთის ქალაქ ვლადიკავკაზში გადაასვენა და იქ დაკრძალა.

ფემიციდ-სუიციდის დახურული შემთხვევა

მანანა ზუბიაშვილი“თვითონ სიცოცხლე და ადამიანებთან ურთიერთობა - ეს იყო მისი ჰობი. ის იყო ძალიან ხალისიანი და ენერგიული პიროვნება, ძალიან თბილი“, - იხსენებს ნინო მჭედლიშვილი, 2012 წლის 3 აპრილს თბილისში, რადიანის ქუჩაზე მოკლული 40 წლის მანანა ზუბიაშვილის მეგობარი.

შემთხვევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ზუბიაშვილის მკვლელობის საქმე შეწყდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის, 2 პარაგრაფის, გ პუნქის თანახმად. გამოძიებამ დაასკვნა, რომ მანანა საკუთარმა მეუღლემ მოკლა. რომელმაც სიცოცხლე თავად სუიციდით დაასრულა.

 მანანა სამსახურში არ მივიდა, არ პასუხობდა თანამშრომლების და მეგობრების ზარებს. დაახლოებით 2 საათზე, მანანას შვილი ვატო, რომელიც იმავე ორგანიზაციაში მუშაობდა, დედის საძებნელად სახლში წავიდა. პოლიციამ, ვატომ და თანამშრომლებმა მანანა და მისი მეუღლე იარაღის ტყვიით გარდაცვლილები იპოვნეს.

ჯერაც რთულია ზუსტად საუბარი იმაზე თუ რა გადახდა წყვილს, არც იმის თქმა შეუძლია ვინმეს დანამდვილებით, რა მოხდა მათ შორის. ერთადერთი ოფიციალური ვერსიის თანახმად, 52 წლის ნიკოლოზ მახაშვილმა მოკლა მისი მეუღლე და შემდეგ, თავი მოიკლა. პროკურორი ნანა ჯაყელის თქმით, საქმე დახურული იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105 მუხლით, რომელიც გულისხმობს სისხლისსამართლერივი დევნის შეწყვეტას ბრალდებულის გარდაცვალების შემთხვევაში.

ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

ნინო კილასონია28 წლის ნინო კილასონია ყოფილმა ქმარმა, 30 წლის გიორგი დოლიძემ მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითონაც თვითმკვლელობით დაასრულა. მკვლელობა 2016 წლის 27 იანვრის ღამეს, თბილისის გარეუბანში, ვარკეთილში მოხდა. მეზობლების გადმოცემით, მკვლელობა დაახლოებით საღამოს რვის ნახევარზე მოხდა. მათი თქმით, იარაღის გასროლის ხმაზე და კივილზე ყველანი გარეთ გამოცვივდნენ. მსხვერპლი სახლიდან დაახლოებით 50 მეტრში ეგდო. ბავშვებიც იქვე იყვნენ, უცქერდნენ, როგორ იცლებოდა დედა სისხლისგან. მსხვერპლი ქალი 16 წლის იყო, როცა მომავალმა მეუღლემ მოიტაცა და მასზე იძულებით იქორწინა. ისინი 11 წლის განმავლობაში იყვნენ ცოლ–ქმარი. მსხვერპლს მეუღლე ხშირად სცემდა და აშინებდა. თუმცა, მსხვერპლის დის გადმოცემით, ქალს მაინც ოჯახის შენარჩუნება სურდა, მიზეზად კი თავის ორ შვილს ასახელებდა. ბოლოს ცოლ–ქმარი დაშორდა.

ერთმა ტრაგედიამ ორის სიცოცხლე იმსხვერპლა

ანა პაპაშვილიმამინაცვალის თოფიდან გასროლილმა ტყვიამ 20 წლის გოგონა იმსხვერპლა. გოგონას მოკვლის შემდეგ, მამინაცვალმა თავი მოიკლა. ანა პაპაშვილი სტუდენტი იყო. ის თბილისში ცხოვრობდა და სწავლობდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას ეუფლებოდა და ნახევარ განაკვეთზე „სმარტის“ სუპერმარკეტების ქსელში მუშაობდა. 2014 წლის 27 აპრილს, როცა ანამ წერეთლის გამზირზე, თბილისში მამინაცვალს სახლში ესტუმრა, მისი თოფიდან გასროლილმა ტყვიამ ადგილზევე მოკლა. მოკლული ანა მეგობარმა ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ნახა და პოლიციასაც მან შეატყობინა. 78 წლის მამინაცვალმა, როცა გააცნობიერა, რომ გოგონა მოკლა, თვითონაც თავში ისროლა. სასამართლომ ეჭვმიტანილის გარეშე ჩაიარა, რადგან ის საავადმყოფოში გარდაიცვალა, თუმცა, მოსამართლემ განაჩენი მაინც გამოიტანა და გარდაცვლილს მაქსიმუმი – რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ორივე მუხლის, 116–ისა და 236–ის გათვალისწინებით – რაც ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვას, შენახვას, ტარებას, წარმოებას, გადაზიდვას, გადაცემას ან გაყიდვას გულისხმობს. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პოლიციამ გამოძიება დახურა. გოგონას გვამი მცხეთასთან ახლოს მდებარე მშობლიურ სოფელ ვარდისუბანში დეიდამ და ბებიამ გადაასვენეს და იქვე დაკრძალეს. თუმცა ხალხს მომხდარის განხილვა არ შეუწყვეტია. მკვლელობის მოტივებსა და წვრილმანებზე აზრი ორად გაიყო: მართლა შემთხვევითი მკვლელობა იყო თუ არა?

 

ბავშვები უცქერდნენ, როგორ მოკლა მამამ დედა

ელენე შიუკაშვილი2016 წლის 9 დეკემბერს, 29 წლის ელენე შიუკაშვილი მამამისის სახლში ქმარმა მოკლა. ინციდენტი საქართველოში, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მოხდა. ქმართან მომხდარი ჩხუბის დროს ქალი თავში მოხვედრილი ტყვიით გარდაიცვალა. ქმარმა მას სანადირო თოფიდან ესროლა, შემდეგ კი თავის მოკვლა სცადა. ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მისი მკვლელი კი – რამდენიმე კვირაში. შიუკაშვილი და ავთო ბეჟუაშვილი 15 წლის ცოლ–ქმარი იყვნენ. მათ ორი შვილი ჰყავდათ – 12 და 9 წლის. გარდაცვლილის დედის, ნინო შიუკაშვილის თქმით, ურთიერთობა გარდაცვლილებს შორის საკმაოდ დაძაბული იყო. ქმარი უმუშევარი იყო და ხშირად სვამდა. 15–წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ელენემ ბოლოს ქმრის დატოვება და, ბავშვებთან ერთად, მამის სახლში გადასვლა გადაწყვიტა. ოფიციალურად გაყრა არ გაუფორმებიათ, ელენეს კი სურდა, მაგრამ ქმარი არ იყო თანახმა. ელენე ღვინის ქარხანაში მუშაობდა. მშობლების სახლში დაბრუნებიდან ორი კვირის თავზე, ქმარმა მოინდომა მისი მონახულება და მოკვლით დაემუქრა. ცოლი შინ არ დაუხვდა, სამაგიეროდ ბებიას შეხვდა და დაუბარა, რომ თუ გაყრას გადაწყვეტდა, აუცილებლად მოკლავდა. უჩა ნანუაშვილის, საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, მსგავს შემთხვევებში ოჯახის წევრმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს პოლიციას დაჩქარებული გამოძიების დასაწყებად.

შვილი დედას კლავს

ნადეჟდა სისაური84 წლის დედა 52 წლის შვილმა 21 იანვარს, თბილისის უბნის, ქვემო ფონიჭალის, სადგურის ქუჩა ნომერ 37 ა-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მოკლულ ნადეჟდა სისაურს სახეზე ბლაგვი საგნით, სავარაუდოდ ნაჯახით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა აღენიშნებოდა. ჰქონდა გამოჭრილი ყელი. მისი შვილი, ამჟამად დაკავებული ზაურ სისაური ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან თავად დარეკა საპატრულო პოლიციაში შემდეგი ფრაზით : „მიშველეთ, მე დედაჩემი მოვკალი“.

ზაურ სისაური პოლიციას არ შეწინააღმდეგებია. ის ბინაშივე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს. განზრახ მკვლელობა 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ბოლო სტატისტიკის მიხედვით, 2012 წელს შვილისგან დედის მკვლელობის ფაქტი არ ფიქსირდება, მაგრამ 2013 წელს ასეთი ორი შემთხვევა იყო. მათ შორის ერთ-ერთი მკვლელობისას შვილის ქმედებას ორივე მშობელი ემსხვერპლა. 2014 წელს კი ასეთი სამი მკვლელობა მოხდა, სამივე შემთხვევაში დედა ვაჟიშვილმა მოკლა.