ჰომიციდი

ცოლმა ქმარი მოკლა

რუსლან კარიმოვი

სამი შვილის დედამ მარნეულის რაიონის სოფელ თაზაქენდში ქმარი ნაჯახით მოკლა. მოტივი უცნობია.აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA-სთვის მიცემულ ინტერვიუებში, კარიმოვამ განაცხადა, რომ მკვლელობა თავისი და თავისი შვილების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჩაიდინა.მსხვერპლის დედამ, სვეტა კარიმოვამ ოჯახში არსებულ ურთიერთობებზე ილაპარაკა და გაიხსენა ისიც, თუ რა ნახა მკვლელობის დღეს. როგორც სვეტა კარიმოვა იხსენებს, ცოლ-ქმართან ერთად თვითონაც 7 წელიწადს ცხოვრობდა. წყვილი ერთმანეთს ენათესავებოდა.