ავტორი: ქეთა ციცქიშვილი
2018 წლის 13 აპრილს 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი საკუთარი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით გამოჭრეს. თბილისში, ბარნოვის ქუჩის 77 ნომერში საცხოვრებელ სახლში მეზობლები ბავშვების განწირული ყვირილის შემდეგ შევიდნენ და გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს. 1993 წელს დაბადებულ ქალს ყელის არეში ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
“პირველი მე შევედი. ბავშვები ყვიროდნენ და დახმარებას ითხოვნდნენ, ისინი მეზობელმა გაიყვანა გვერდზე სახლში.
მე რომ შევედი, ძირს გოგონა ეგდო, სისხლიანი, უკვე მკვდარი იყო.
იმწამსვე დავრეკეთ 112-ში მაგრამ ისინი ვერაფერს უშველიდნენ”- ამბობს თვითმხილველი ეკა მაისურაძე.
მზობლები ბინაში ბავშვების ყვირილის გამო მივიდნენ.
კარი მცირეწლოვნებმა გააღეს, თუმცა შიგნით შესულებს მკვლელი ადგილზე აღარ დახვდათ.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ დამნაშავე ფანჯრიდან გადახტა და ადგილი სახლის უკანა ეზოდან დატოვა.
25 წლის თამარ გამრეკელაშვილს სასიკვდილო ჭრილობები, სავარაუდოდ, ყოფილმა მამინაცვალმა ვეფხვია. ბაქრაძემ მიაყენა.
მისი ვინაობის შესახებ ბავშვებისგან გახდა ცნობილი. მეზობლები იხსენებენ, რომ ბავშვები ყვირონენ სახელს "ვეფხვია."
“ორ ბავშვთან ერთად იმყოფებოდა სახლში. ბავშვები ყვიროდნენ "ვეფხვიაო". აქ ამბობენ, რომ ვეფხვია მოკლულის დედის ყოფილი ქმარია, რომელიც ქალს ემუქრებოდა შვილის მოკვლით. რომ შევედით, ზურგიდან დავინახე, ფანჯრიდან გადახტა და უკანა ეზოდან გავიდა.” - აცხადებს თვითმხილველი.
ეჭვმიტანილი 46 წლის ვეფხვია ბაქრაძე მოკლულის ყოფილი მამინაცვალია. მას და მსხვერპლის დედას, ნათელა გობაძეს, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.
ვეფხვია ბაქრაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე თვის წინ დატოვა, ის სასჯელს სწორედ ნათელა გაბოძეზე ძალადობის გამო იხდიდა.
ახლობლები ჰყვებიან, რომ მამაკაცი ყოფილ მეუღლეს შვილის მოკვლით ემუქრებოდა.
13 აპრილს ნათელა გობაძემ სამართალდაცველებს მიმართა და ვეფხვია ბაქრაძე ფსიქოლლოგიურ ზეწოლაში დაადანაშაულა.
ამავე დღეს, 16 საათსა და 40 წუთზე პოლიციელებმა ვეფხვია ბაქრაძეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და ყოფილ მეუღლესთან კონტაქტი აუკრძალეს.
ოქმის გამოწერიდან დაახლოებით საათნახევრაში დამნაშავე მეუღლის საცხოვრებელ ბინაში მივიდა, რომელიც მას და მეორე შვილს, თათია გამრეკელაშვილს, ჰქონდათ ნაქირავები.
სახლში კი მხოლოდ დედასთან სტუმრად მყოფი თამუნა გამრეკელაშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად დახვდა.
შელაპარაკებისა და დაპირისპირების შემდეგ მკვლელმა მას სასიკვდლო ჭრილობები მიაყენა.
“ერთხელ ისე გაამწარა ჩემი შვილი, კიდევ კარგი, მაშინ მიასწრეს და სიკვდილს გადარჩა. მერე გამოვიდა ციხიდან და რა გააკეთა? სამი წლის და ექვსი წლის ბავშვებს დედის სიკვდილი აყურებინა. არ ვაპატიებთ, მაგას რა უნდა გარეთ!”- ამბობს თამარ გარეკელაშვილის ბებია მერი გობაძე.
“დაურეკა ნათიას შერიგებაზე და დაემუქრა შვილების დახოცვით. ფიზიკურ ძალადობაზე რომ გადავიდა დაშორდა. მერე ისევ სთხოვდა შერიგებას, მიყვარხარ და შემირიგდიო. ნათიასთან ჩავიდა ბათუმში, სამსახურში ყვავილებით მივიდა -- შემირიგდიო. გამოიყვანა და ზღვაზე გასვლას სთხოვდა. უნდოდა, რომ დაეხრჩო. რომ არ გაჰყვა, რესტორნის გვერდით ქვით გაუჩეჩქვა თავი. მაშინ გადაარჩინეს, ძლივს მიუსწრეს. ეხლა კიდევ, შვილი მოუკლა”- იხსენებს ოჯახის ნათესავი ლია იმერლიშვილი.
სავარაუდო მკვლელი ვეფხვია ბაქრაძე დაცვის პოლიციაში რამდენიმე წლის განმავლბაში მუშაობდა.
ის ორჯერ არის ნასამართლევი. პირველი აპრილის შემდეგ სოლოლაკში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
სამრთალდამცველებმა მისი საცხლოვრებელი ბინა უკვე გაჩხრიკეს და იქიდან სისხლიანი ტანსაცმელი ამოიღეს.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ მკვლელი, სავარაუდოდ, ბინაში მივიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის, მუხლით დაიწყო.
პირველი ოფიციალური განცხადება სამინისტრომ 14 აპრილს გამოაქვეყნა:
ვეფხვია ბაქრაძე მკვლელობიდან 24 საათის შემდეგ, თელეთში დააკავეს. ამოღებულია მკვლელობის იარაღი -- დანა.
დაკავებულს ბრალი 15 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენეს:
11 პრიმა -- პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის
109 მუხლი -- განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში
15 აპრილს სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი, 1968 წელს დაბადებული თ.ბ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
თამუნა გამრეკელაშვილი თელავის რაიონის სოფელ სანიორეში 14 აპრილს, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გადაასვენეს.