ფემიციდი

მაია ჯავახიშვილის მკვლელობა

ავტორი: დავით ქაშიაშვილი

პოლიციის სამმართველოს ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი, სანადირო თოფით მოკლეს.

მას 19 წლის სანდრო მეტრეველმა ესროლა. შემთხვევა თელავში 2015 წლის 30 დეკემბერს მოხდა.

ეჭვმიტანილმა რომელიც პოლიციის შენობის გვერდით მდებარე სახლში ცხოვრობდა, საკუთარი ეზოდან ჯერ მაია ჯავახიშვილს, მეორე ტყვია კი დაჭრილი თანამშრომლის დასახმარებლად მისულ გელა ლამაზოშვილის მისამართიით ისროლა.

პოლიციის კაპიტანი სასიკვდილო ჭრილობით საავდმყოფოში მიყვანის თანავე გარდაიცვალა სანადირო თოფი (მვკვლელობის იარაღი) 19 წლსი ბიჭის ოჯახში ინახებოდა.

მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით იარაღი მათ სახლში წლებია დევს და ის ეჭვმიტანილის ბაბუაზეა გაფორმებული.

ნათესავებს არ აქვთ ვერსია რატომ ჩაიდინა მკვლელობა ახალგაზრდამ. ბრალდებულის მამა გელა მეტრეველი ამბობს, რომ მის შვილს გარკვეული ფსიქიური პრობლემები ჰქონდა.

„რაღაც ფსიქიური აშლილობა ჰქონდა. გარკვეული პრობლემები იყო, მაგრამ ექიმთან დადიოდა რეაბილიტაციაზე. პოლიციელების მიმართ არანაირი აგრესია არ ჰქონია. გაოგნებულები ვართ ჩვენც. არ ვიცით რა მოხდა. რაც შეეხება იარაღს, ჩემს დიდ ბაბუას ეკუნოდა, რელიქვია იყო ჩვენი ოჯახის. შენახული გვქონდა, მაგრამ როგორც ჩანს იცოდა, სადაც იყო“, - განაცხადა გელა მეტრეველმა.

თელავის საპატრულო პოლიციის შენობას ცეცხლი სანდრო მეტრეველმა სავარაუდოდ საკუთარი სახლის ეზოდან გაუხსნა.

შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გელა ლამაზოშვილი.

დაჭრილი პატრულის თანამშრომელი მაია ჯავახიშვილი კი დღეს საღამოს თელავის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიებამ მეტრეველი შემთხვევიდან მალევე დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით ეჭვმიტანილი ადგილიდან მიმალვის ცდილობდა.

მომხდარზე გამოძიება 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 ადამიანის მკვლელობისთვის სანდრო მეტრეველს თელავის საქალაქო სასამართლომ ფსიქიატრიულ კლინიკაში 4 წლიანი იძულებითი მკურნალობა შეუფარდა.