21 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედარი, 22 თებერვალს გამთენიას, თემქაზე, მამამ რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვნა. ანას ოჯახის წევრებთან ერთად ეძებდა მისი მეგობარი ლადო გრიგალაშვილიც, რომელსაც პოლიციამ ანას მკვლელობისთვის ბრალი დღის ბოლოს წარუდგინა.
ანას მეგობარი: "შეყვარებულთან ჩეულებრივი ურთიერთობა ქონდა კონფლიქტების გარეშე. დილით რატომ გავიდა სახლიდან? უნივერსტიტეტში დასვენებაა, ამიტომ არ ვიცი, რატომ გავიდა. არ აპირებდა გასვლას და პოლიცია ნახავს მის ტელეფონში ვინ დაიბარა, ვინ უთხრა, გარეთ გასულიყო. შეყვარებულთან კონფლიქტი ყველას აქვს, მაგრამ რაიმე ისეთი სერიოზული ნამდვილად არა. "
ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ ანა სახლიდან გრიგალაშვილის ზარის შემდეგ, მისი მოთხოვნით გავიდა. ლადოს ქალიშვილის ძებნაში დახმარებაც ამიტომ სთხოვეს. როდესაც ოჯახმა ანა ნაცვლიშვილის ძებნა დაიწყო, ლადო გრიგალაშვილიც მათთან ერთად იმყოფებოდა.
ანა ნაცვლიშვილი და მის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი ხუთი წელის შეყვარებულები იყვნენ.
მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, მათ სერიოზულად არ უჩხუბიათ, თუმცა, ერთად ყოფნის პერიოდში, ანა მას დაშორდა.
ანას მეგობრის დედა: "ანა სხვა ბიჭთან არასდროს გვინახავს, 21 წლის გახდებოდა საწყალი. მიჭირს დავუშვა, რომ ეს ლადომ ჩაიდინა. ცოტა ხანს დაშორებულები იყვნენ, მაგრამ მალევე შერიგდნენ. ლადოს გამო დაშორდნენ, ძალიან ეჭვიანობდა."
ახალგაზრდა ქალის ცხედარს სახლიდან დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით, მზის ამოსვლის შემდეგ, მიტივებულ ავტოსადგომებთან მიაგნეს.
ქალს ყელი ჰქონდა გამიჭრილი.
მკვლელობის ადგილიდან ექსპერტ-კრიმინალიტებმა, სისხლისა და დეენემის კვალთან ერთად ავტომანქანის საბურავების კვალსაც მიაგნეს. წინასწარი გამოძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ გრიგალაშვილი მკვლელიბის ადგილზე მანქანით მივიდა და ტერიტორია სწრაფი სიჩქარით დატოვა.
ამ საეჭვო გარემოებებისა და მოკლული ქალის ოჯახის წევრების ჩვენებების საფუძველზე, გრიგალაშვილი პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. დღის ბოლოს მან დანაშაულის ჩადენა აღიარა.
ოფიციალურმა უწყებამ მოტივად შურისძიება დაასახელა. შეყვარებულის მკვლელობის ბრალდებით, გრიგალაშვილის ბრალი ოფიციალურად მომდევნო დღეს წარუდგინეს.
საქალაქო სასამართლომ ლადო გრიგალაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარემ პროცესზე საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე ისაუბრა.
პროკურორის ინფორმაციით, დაკავებულმა 21 წლის ანა ნაცვლიშვილს ყელის არეში შვიდი ჭრილობა მიაყენა. ბრალდების მტკიცებით, ლადო გრიგალაშვილი მკვლელობის კვალის დაფარვის მიზნით, სახლში ავიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა, თავად მივიდა მოკლული გოგოს მამასთან და მისი გაუჩინარების შესახებ აცნობა.
ის გარდაცვლილის მშობლებთან ერთად ჩაერთო გოგონას ძებნაში.
პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია ნივთმტკიცება, მკვლელობის იარაღი -დანა. ასევე, საქმეში დევს მობილური ტელეფონიდან გამავალი ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ამონაწერი.
ადვოკატი პროკურორის შუამდგომლობას, აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, დაეთანხმა და ეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის უსაფრთხოებით განმარტა.
მისივე თქმით, საქმეში არსებული დანა, რომელიც ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული, ბრალდებულის მამას ეკუთვნის და, შესაბამისად, ამ დანით ის დანაშაულს ვერ ჩაიდენდა.
დაკავებულის ადვოკატმა ასევე განმარტა რომ ლადო გრიგალაშვილი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.
ნაიარა ოტიაშვილის თქმით, საქმეში ფიგურირებს შავი ფერის "BMW“-ს მარკის ავტომობილი, რომლის მძღოლის ვინაობაც დადგენილი არ არის.
ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილს ავტომობილის მფლობელთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აკავშირებდა.
რაც შეეხება გრიგალაშვილს, ადვოკატი ამბობს, რომ ის შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა და მხოლოდ სატელეფონო მიმოწერის ამოღების გამო დაკავეს, სადაც ადვოკატის თქმით, მუქარის შემცველი ტექსტები არ ყოფილა.
,,დუმილის უფლებას იყენებს. არ აღიარებს ბრალს. ნამდვილად არ მოუკლავს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ვინაიდან საცოლე იყო, შეყვარებული იყო ემესიჯებოდა ღამის 4 საათამდე. შემდეგ ალბათ ზარებიც იყო. ვინაიდან მასთან იყო კონტაქტი აქედან გამომდინარე ფაქტი მოხდა“-აცხადებს ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი.
ავტორი: სოფო ბუჯიაშვილი
სასტიკი მეთოდებით მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს თბილისში, თემქას რაიონში, შატილის ქუჩის 3 ნომერში, დედ–მამის ბინასთან ახლოს იპოვეს. ანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამორჩეულად კარგი სტუდენტი იყო. სწავლობდა განათლების პოლიტიკასა და ფსიქოლოგიას. მეზობლების თქმით, ანა მშვიდი, საყვარელი გოგონა იყო, ოჯახიდან, რომელსაც სამეზობლოში ყველა დიდ პატივს სცემდა.
ანას ტრაგიკულმა სიკვდილმა მეზობლებიც შოკში ჩააგდო და სოციალური მედიაც.
ანა დილაადრიან, 5 საათზე, ღამის პიჟამის ამარა გავიდა სახლიდან მას მერე, რაც ტელეფონზე ვიღაცამ დაურეკა. არავისთვის არ უთქვამს, ვისთან შესახვედრად გადიოდა, ანდა სად მიდიოდა. მეგობრები და ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ სახლიდან ასეთ უცნაურ დროს ანა არაფრით არ გავიდოდა, კარგად რომ არ სცოდნოდა ადამიანი, ვისაც უნდა შეხვედროდა. როცა მისმა დამ, რომელსაც ანასთან ერთად ერთ ოთახში ეძინა ხოლმე, გაიგო, რომ ანა სახლიდან გავიდა და ძებნაც ასე დაიწყო. ძებნაში ანას შეყვარებულიც ჩაერთო, ვისთანაც ანას 5–წლიანი ურთიერთობა ჰქონდა.
დაახლოებით ერთ საათში, დილის 6 საათზე, ანას გვამი სახლიდან 200 მეტრში, ცარიელ ავტოსადგომზე იპოვნეს. ანას ყელი ჰქონდა გამოჭრილი.
ანას შეყვარებული 20 წლის ლადო გრიგალაშვილი იყო. ისინი ხან ერთად იყვნენ, ხანაც ჩხუბი მოსდიოდათ, თუმცა შემდეგ ურთიერთობას მაინც ალაგებდნენ. ოჯახის მეგობრის თქმით, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, თქვა, რომ ხშირად ჩხუბის მიზეზი იყო ის, რომ მოკლული გოგონა შეყვარებულზე ეჭვიანობდა და ფიქრობდა, რომ მას ურთიერთობა სხვა გოგონებთანაც აქვს.
იმავე დღეს, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, პოლიციამ გრიგალაშვილს 60 დღის ვადით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ბრალი 108–ე მუხლით წაუყენა, რაც განზრახ მკვლელობისთვის 7–დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
დეტექტივების თქმით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ: „შურისძიების მიზნით, ეჭვმიტანილმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა მსხვერპლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.
პოლიციამ ნივთმტკიცებად დანა ამოიღო და ეჭვმიტანილის მანქანაც გაჩხრიკა. პოლიციის ვარაუდით, კვალი რომ დაეფარა, გრიგალაშვილი სახლში წავიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და ანას ძებნის პროცესში მხოლოდ შემდეგ ჩაერთო.
გრიგალაშვილის ადვოკატის, ნაირა ოთიაშვილის განცხადებაში აღნიშნულია:
„გრიგალაშვილი ბრალდებას არ აღიარებას და დუმილის უფლებას იყენებს. არის სხვა გარემოებებიც, რომელთა დასახელებაც ამ ეტაპზე არ შემიძლია. ჩემმა კლიენტმა დაინახა „ბმვ“–ს მარკის ავტომანქანა, რომლის მძღოლსაც და ანა ნაცვლიშვილსაც ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ. ვეთანხმები წინასწარი დაკავების განაჩენს არა იმიტომ, რომ ჩემი კლიენტი უდანაშაულოა, არამედ იმიტომ, რომ შესაძლოა მასაც საფრთხე ემუქრებოდეს, რადგან ლადო გრიგალაშვილმა დაინახა თავისი საყვარელი გოგონა მანქანის მძღოლთან ერთად ინტიმურ სიტუაციაში“.
საქართველოს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა ოთიაშვილის განცხადებას ფეიბუსკის პოსტით უპასუხა:
„სამწუხაროა, რომ მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალები ადვოკატმა საჯაროდ გაავრცელა, რაც ადვოკატის მისიას და პრაქტიკას მთლიანად ეწინააღმდეგება. კლიენტის ინტერესების დაცვის გარდა, ადვოკატს განსაკუთრებული საჯარო პასუხისმგებლობაც ეკისრება. მისი ვალდებულებაა ხარისხიანად ჩაატაროს იურიდიული პროცედურა, ეს კი ასევე გულისხმობს ადამიანის ფუნდამენტური უფლების დაცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როცა გარდაცვლილის პირადი უფლებების აღდგენა შეუძლებელია“.
ოთიაშვილის განცხადებას მსხვერპლის ოჯახისა და მეგობრების მხრიდან სასტიკი გაღიზიანება მოჰყვა. ანა ნაცვლიშვილის მეგობრებმა ოთიაშვილს ასევე ფეისბუკით უპასუხეს:
„ადვოკატი ხართ და კარგად იცით, რომ გარდაცვლილის უფლებების დარღვევა უკანონობა, ან მარტივად რომ ვთქვათ, უზნეობაა... ვინ მოგცათ უფლება დაასახელოთ გარდაცვლილი, შეურაცხყოთ მისი ღირსება და სული, აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებით?“
„ჩვენთვის ყველასთვის, ვინც ვიცნობთ ანას, ეს ძალიან მძიმე დარტყმაა. ესაა ტრაგედია, რომელმაც უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჩვენ არ გვინდოდა, ლადო გამოჩენილიყო მკვლელი, მაგრამ მისი პირადი ღირსებიდან გამომდინარე, სხვას არავის შეეძლო ასეთი სისასტიკის გამოვლენა და ასეთი საქციელის ჩადენა “.