ფემიციდი

სვეტლანა ამოევა
სვეტლანა ამოევა ასაკი: 45 მისი ისტორია
ბელა ძამსაშვილი
ბელა ძამსაშვილი ასაკი: 37 მისი ისტორია
მანანა ნადიბაიძე
მანანა ნადიბაიძე ასაკი: 17 მისი ისტორია
ელიზა გელაშვილი
ელიზა გელაშვილი ასაკი: 54 მისი ისტორია
ნათელა ჯიქურაშვილი
ნათელა ჯიქურაშვილი ასაკი: 68 მისი ისტორია
ნაზი ჯალაბაძე, მერი ჯაფიაშვილი
ნაზი ჯალაბაძე, მერი ჯაფიაშვილი ასაკი: 66 მისი ისტორია
ნინო ყიფშიძე
ნინო ყიფშიძე ასაკი: 31 მისი ისტორია
ბასტი მამედოვა
ბასტი მამედოვა ასაკი: 60 მისი ისტორია
ლორა სმიტი
ლორა სმიტი ასაკი: მისი ისტორია
ლალი ბალიაშვილი
ლალი ბალიაშვილი ასაკი: 27 მისი ისტორია
მაია ჯავახიშვილი
მაია ჯავახიშვილი ასაკი: მისი ისტორია
მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი
მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი ასაკი: 39 მისი ისტორია
ეკა ნაქევხრიშვილი
ეკა ნაქევხრიშვილი ასაკი: 24 მისი ისტორია
თეონა ბერიძე
თეონა ბერიძე ასაკი: 27 მისი ისტორია
ნინო ჯავახიშვილი
ნინო ჯავახიშვილი ასაკი: 30 მისი ისტორია
თამარ გამრეკელაშვილი
თამარ გამრეკელაშვილი ასაკი: 25 მისი ისტორია
ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი ასაკი: 21 მისი ისტორია
საბინა ვერდიიევა
საბინა ვერდიიევა ასაკი: 19 მისი ისტორია
რაიხონ. კ
რაიხონ. კ ასაკი: 23 მისი ისტორია
სალომე ჯორბენაძე
სალომე ჯორბენაძე ასაკი: 19 მისი ისტორია
ლუბა ყოჩიაშვილი
ლუბა ყოჩიაშვილი ასაკი: 76 მისი ისტორია
ხანუმ ჯეირანოვა
ხანუმ ჯეირანოვა ასაკი: 30 მისი ისტორია
მარიამ კოჩალიძე
მარიამ კოჩალიძე ასაკი: 17 მისი ისტორია
ლელა ავლოხაშვილი
ლელა ავლოხაშვილი ასაკი: 43 მისი ისტორია
მაკა წივწივაძე
მაკა წივწივაძე ასაკი: 33 მისი ისტორია
მანანა ზუბიაშვილი
მანანა ზუბიაშვილი ასაკი: 40 მისი ისტორია
ნინო კილასონია
ნინო კილასონია ასაკი: 28 მისი ისტორია
ანა პაპაშვილი
ანა პაპაშვილი ასაკი: 20 მისი ისტორია
ელენე შიუკაშვილი
ელენე შიუკაშვილი ასაკი: 29 მისი ისტორია
ნადეჟდა სისაური
ნადეჟდა სისაური ასაკი: 52 მისი ისტორია
ჟუჟუნა ინაშვილი
ჟუჟუნა ინაშვილი ასაკი: 28 მისი ისტორია
ეკატერინე ქავთარაძე
ეკატერინე ქავთარაძე ასაკი: 36 მისი ისტორია
გუნაი ისაიევა
გუნაი ისაიევა ასაკი: 29 მისი ისტორია
ზიზი ურუშაძე
ზიზი ურუშაძე ასაკი: 49 მისი ისტორია
ნატალია ბეჟანიშვილი
ნატალია ბეჟანიშვილი ასაკი: 29 მისი ისტორია
ნელი სონიძე
ნელი სონიძე ასაკი: 35 მისი ისტორია
სვეტლანა ამოევა სვეტლანა ამოევა ასაკი: 45 მისი ისტორია
ბელა ძამსაშვილი ბელა ძამსაშვილი ასაკი: 37 მისი ისტორია
მანანა ნადიბაიძე მანანა ნადიბაიძე ასაკი: 17 მისი ისტორია
ელიზა გელაშვილი ელიზა გელაშვილი ასაკი: 54 მისი ისტორია
ნათელა ჯიქურაშვილი ნათელა ჯიქურაშვილი ასაკი: 68 მისი ისტორია
ნაზი ჯალაბაძე, მერი ჯაფიაშვილი ნაზი ჯალაბაძე, მერი ჯაფიაშვილი ასაკი: 66 მისი ისტორია
ნინო ყიფშიძე ნინო ყიფშიძე ასაკი: 31 მისი ისტორია
ბასტი მამედოვა ბასტი მამედოვა ასაკი: 60 მისი ისტორია
ლორა სმიტი ლორა სმიტი ასაკი: მისი ისტორია
ლალი ბალიაშვილი ლალი ბალიაშვილი ასაკი: 27 მისი ისტორია
მაია ჯავახიშვილი მაია ჯავახიშვილი ასაკი: მისი ისტორია
მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი ასაკი: 39 მისი ისტორია
ეკა ნაქევხრიშვილი ეკა ნაქევხრიშვილი ასაკი: 24 მისი ისტორია
თეონა ბერიძე თეონა ბერიძე ასაკი: 27 მისი ისტორია
ნინო ჯავახიშვილი ნინო ჯავახიშვილი ასაკი: 30 მისი ისტორია
თამარ გამრეკელაშვილი თამარ გამრეკელაშვილი ასაკი: 25 მისი ისტორია
ანა ნაცვლიშვილი ანა ნაცვლიშვილი ასაკი: 21 მისი ისტორია
საბინა ვერდიიევა საბინა ვერდიიევა ასაკი: 19 მისი ისტორია
რაიხონ. კ რაიხონ. კ ასაკი: 23 მისი ისტორია
სალომე ჯორბენაძე სალომე ჯორბენაძე ასაკი: 19 მისი ისტორია
ლუბა ყოჩიაშვილი ლუბა ყოჩიაშვილი ასაკი: 76 მისი ისტორია
ადრეული ქორწინების ადრეული დასასრული

„რამდენჯერმე ვუთხარი, მაგრამ არ მომისმინა, – ამბობს 20 წლის გუნაი ისაიევას დედა. ისაიევა ქმარმა 2016 წლის ივლისში მოკლა. მკვლელობა თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში მოხდა. ისაიევას დედას თავისი საყვარელი ქალიშვილის ტრაგიკული აღსასრულის შესახებ წინათგრძნობა მაშინვე გაუჩნდა, როცა ის ნოვრუზ ნოვრასოვის ცოლი გახდა.

ნოვრუზმა ცოლს ყელი გამოჭრა, როცა ქალს მამამისის სახლში ეძინა. ის მის ოთახში 13 ივლისის შუადღეს შეიპარა და მკვლელობა ჩაიდინა. მეორე ოთახში მსხვერპლის ძმას ეძინა, ბებია კი ტელევიზორს უყურებდა. მსხვერპლის ძმა იხსენებს, რომ დაჭრილი გუნაი მაინც წამოდგა ფეხზე და ჭრილობაზე ხელმოკიდებული მეორე ოთახში გამოვიდა, თუმცა, რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ნოვრასოვი პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში გამოცხადდა და მკვლელობა აღიარა. 

მეუღლე მკვლელობის ჩადენისთანავე აღიარებს დანაშაულს

ზიზი ურუშაძე2017 წლის 4 იანვარს, თბილისში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახს თავზარდამცემი დილა გაუთენდა. მეუღლემ საკუთარი ცოლი მოკლა. „ეს იყო ყველაზე რთული დღე ჩემს ცხოვრებაში, მორჩა, იმ დღეს დამთავრდა ჩემი სიცოცხლე“, – ამბობს გარდაცვლილის დედა.49 წლის ზიზი ურუშაძე და 50 წლის ვახტანგ სამხარაძე 2000 წელს დაქორწინდნენ. მსხვერპლის ნათესავ–მეგობრები იხსენებენ, რომ ცოლ–ქმარს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ერთმანეთი უყვარდათ. „არაფერი ხდება უმიზეზოდ. და მიზეზი მეც მქონდა, თუმცა, ახლა, აქ, ამაზე საუბარი არ მინდა... როცა გავიაზრე, რაც ჩავიდინე, პოლიციაში საკუთარი ფეხით მივედი. ჩემი საკუთარი რწმენისა და ღმერთის წინაშე ვალი მქონდა მოსახდელი“. 

ნატალია ბეჟანიშვილის მკვლელობა

ნატალია ბეჟანიშვილი2014 წლის 2 ოქტომბერს, ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში, 40 წლის თემურ რამიშვილმა თავისი მეუღლე, 29 წლის ნატალია ბეჟანიშვილი ეჭვიანობის ნიადაგზე ნაჯახით მოკლა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობის შემდეგ თემურმა სახლი ცეცხლს მისცა, შემდეგ იქვე ჩამოჯდა და პოლიციის მისვლას დაუცადა. მეზობელმა სოფო რუსიეშვილმა „გურია ტივის“ განუცხადა, რომ როცა თემურს ჰკითხა, ეს რა ჩაიდინეო, თემურმა უპასუხა: „დავჭერი ნატალია. ცეცხლი წავუკიდე და აგერ ვკლავ. იწვება. არ გავახარებ მაგას”. 2015 წლის 26 თებერვალს სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო, დაადასტურა, რომ მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო, რაც ცოლ–ქმარს შორის გაჩენილი კონფლიქტის ნიადაგზე წარმოიშვა. რამიშვილმა დანაშაული აღიარა. განაჩენის მიხედვით, დანაშაულის ჩადენის დროს დამნაშავეს რაიმე სახის ფსიქოლოგიური პრობლემები არ ჰქონია და ნათლად ჰქონდა გააზრებული, რასაც აკეთებდა – ასეთია სასამართლოს მიერ დანიშნული ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგიის ექსპერტთა დასკვნა. თუმცა, დაკავების შემდეგ მას გაუჩნდა ფსიქიკური პრობლემები რის შედეგადაც ხონში, ქუტირის ფსიქიატრიულ ცენტრში სამკურნალოდ გადაიყვანეს. ნატალია ბეჟანიშვილს ორი შვილი დარჩა – 7 და 4 წლის ბავშვები. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობა ბავშვების თვალწინ მოხდა.

ალკოჰოლისა და ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი მოკლა

ნელი სონიძე35 წლის ნელი სონიძე მეუღლემ მოკლა. დანა მას ყელში მოხვდა და გადარჩენა შეუძლებელი გახდა. 2016 წლის 13 აპრილს, თბილისში, ვარკეთილის რაიონში, ელდარის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში, სანდრო ღვინიაშვილმა მეუღლეს დანა ყელში ჩასცა.

ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციამ სანდრო ღვინიაშვილმა დააკავა 108–ე მუხლის შესაბამისად, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ქმარმა დანაშაული აღიარა და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამოძიების თანახმად, მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა იყო. სანდრო და ნელი ხუთი წლის ცოლ–ქმარი იყვნენ. მათ სამი წლის გოგონა ჰყავდათ, თუმცა ნელის ასევე ჰყავდა შვილები წინა ორი ქორწინებიდან.

სადაც არ უნდა დავემალო, მომკლავს

თეონა ბერიძე2017 წლის 10 აპრილს, თბილისიდან 220 კმ–ში ასპინძის რაიონში 35 წლის მანუჩარ ზაზაძემ თავის 27 წლის მეუღლეს თეონა ბერიძეს დანა 15–ჯერ ჩაარტყა მუცლის არეში. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობა ღამის 1 საათზე მოხდა. მათ ორ შვილს – 8 და 5 წლის ბიჭებს ამ დროს ეძინათ.„ყველანი ვეუბნებოდით თეონას, წამოდი, თავი დაანებე შენს ქმარს“, მაგრამ ხშირად გვიმეორებდა, სადაც არ უნდა წავიდე, მომაგნებს და მომკლავს. ახლა რა ხდება – ამ ორ მცირეწლოვან ბავშვს თავზე დაექცა მთელი ცხორება.“

რიტუალური მკვლელობა ლაბირინთში

ლუბა ყოჩიაშვილისაქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე სასტიკი დანაშაული გაურკვეველ ვითარებაში მოხდა.

2016 წლის 19 ოქტომბერს, თბილისში ახალგაზრდების ჯგუფმა რიტუალური მკვლელობა ჩაიდინა. მათ სიცოცხლეს გამოასალმეს 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი. დაკავებულთაგან ერთ–ერთია გარდაცვლილის 18 წლის ნაშვილები ქალიშვილი. დანარჩენები კი მისი შეყვარებული და სამი მეგობარი არიან. დაჯგუფების ყველა წევრი 2016 წლის ნოემბერში დააკავეს. გამოძიების დროს, გოგონას შეყვარებულმა თქვა, რომ მოკლული ქალის შინაგანი ორგანოების ნაწილი შეჭამა. ეს რიტუალური მკვლელობა და კანიბალიზმის ამსახველი აქტი ბოლო წლების ყველაზე სკანდალური კრიმინალური შემთხვევაა საქართველოში. ოფიციალური უწყებების მტკიცებით, კრიმინალები მკვლელობის აქტს მობილური ტელეფონის კამერით იღებდნენ. გარდაცვლილი ქალის ნაშვილებმა გოგონამ აღიარა, რომ ის სექტის წევრი გახლდათ, დედასთან კი მუდამ კონფლიქტი ჰქონდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, სამი ახალგაზრდა, რომელთა ასაკიც 17–დან 23 წლამდეა, ამ რიტუალურ მკვლელობაში უშუალოდ მონაწილეობდა. „სამმა დაკავებულმა მოხუცი ქალი ელექტროშოკის გამომწვევი მოწყობილობით გათიშეს და შემდეგ დანით აკუწეს. მათ ლუბა ყოჩიაშვილის გვამი დიდ პარკში მოათავსეს და ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს.

მკვლელობიდან თვითმკვლელობამდე

ლალი ბალიაშვილი27 წლის ლალი ბალიაშვილი, როგორც სოფელში ამბობდნენ, მისმა თაყვანისმცემელმა, 36 წლის გიორგი (გოგიტა) გელაშვილმა მოკლა.  თვითონ გელაშვილი მკვდარი იპოვნეს იმ ადგილიდან ერთ კილომეტრში, სადაც მოკლა ლალი მოკლა. საბოლოო ექსპერტიზის დასკვნით, ქალს მკვლელმა თოფი თავში სამჯერ ესროლა, შემდეგ კი ტყვია პირდაპირ მარცხენა ლოყაში მოახვედრა.

ნათელა ჯიქურაშვილის მკვლელობა დარჩეთში

ნათელა ჯიქურაშვილი73 წლის ჩახვაშვილმა სასტიკად მოკლა 68 წლის ჯიქურაშვილი, კახეთის რაიონ სოფელ დარჩეთში, 2014 წლის 18 ოქტომბერს.

მან დაზიანებები ცოლს კისრისა და ყელის არეში მიაყენა.

მსხვერპლის დის, მაული გილიგაშვილის თანახმად, მოკლულს თითები ძვლებამდე ჰქონდა ჩაჭრილი დანით, რადგან თავდაცვას ცდილობდა.

ყელის გამოჭრის შემდეგ მას ჭრილობა დანით გულამდე ჰქონდა მიყენებული.