საქართველოში ფემიციდის შედეგად დაობლებული ბავშვების ზუსტი რაოდენობა დაუდგენელია. ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის პროექტის ბაზაში აღრიცხული მონაცემების თანახმად, ფემიციდის მსხვერპლთა უმეტესობა შემთხვევის დროს ქორწინებაში იმყოფებოდა. თუმცა, ბაზაში არსებული 2014-2018 წლებში მომხდარი 87 შემთხვევიდან მსხვერპლის შვილების რაოდენობის დაზუსტება მხოლოდ 46 შემთხვევაში გახდა შესაძლებელი, რაც სრული სურათის მხოლოდ 53%-ია. შესაბამისად, 53%-იანი სიზუსტით, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ქალთა მკვლელობის მსხვერპლთა შვილების რაოდენობა 93-ია. შვიდ შემთხვევაში დადგინდა, რომ მსხვერპლი იყო უშვილო, 36 შემთხვევაში - ჰყავდა სამი ან სამზე ნაკლები შვილი, ხოლო სამ შემთხვევაში - სამზე მეტი შვილი.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალური მეცნიერების ბაკალავრიატის პროგრამის სტუდენტებმა ინტერვიუები სხვადასხვა ავტორიტეტულ წყაროებთან ჩაწერეს.
იხილეთ ინტერვიუები:
ინტერვიუ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომამდგენელთან
ინტერვიუ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსთან