ინტერვიუ

ინტერვიუ  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  წარმომამდგენელ ნინო ჯომარჯიძესთან ინტერვიუ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომამდგენელ ნინო ჯომარჯიძესთან

ავტორები: ვიქტორია აბზიანიძე  და გივიკო გაბუნია

 იმის გასარკვევად, თუ რა სამართლებრივი  მექანიზმები არსებობს  საქართველოში ფემიციდის  გამო დაობლებული   ბავშვების დასაცავად,   მასალის ავტორებმა მიმოიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების  რეგულაციები. ასევე,   კითხვებით მიმართეს    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  წარმოამდგენელს-  ნინო ჯომარჯიძეს.  

ნინო ჯომარჯიძის თქმით,   ფემიციდის პრობლემის  სათავე იქიდან იწყება, რომ ფემიციდი, როგორც  დანაშაული, ცალკე მუხლად არ არის გამოყოფილი . გამოსავალს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნაში ხედავს , რომელიც უზრუნველყოფს, რომ  მოძალადემ გაიაზროს რომ ძალადობრივი ქმედება დასჯადია.  

დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით,     ოჯახში ძალადობა კრიმინალიზებულია. სსსკ–ის მუხლი 111 განსაზღვრავს ოჯახის წევრთა წრეს და მიუთითებს კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩამონათვალზე, რომელთა ჩადენის შემთხვევაში კეთდება შესაბამისი მითითება აღნიშნულ მუხლზე. ხოლო მუხლი 1261 განმარტავს ოჯახში ძალადობის კრიმინალურ ხასიათს და აწესებს პასუხისმგებლობას ჩადენილი ქმედებისათვის.

ოჯახში ძლადობის შემთხვევებზე, პირველ რიგში, შსს სამინისტროს   საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და საუბნო სამსახური  რეაგირებენ. ოჯახში ძალადობის შესახებ ფაქტის ცნობის საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გადის შესაბამისი ეკიპაჟი. იმ ადგილებში, სადაც არ ვრცელდება საპატრულო პოლიციის სამოქმედო კვადრატი, გამოძახებაზე უბნის ინსპექტორი გადის. ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, პოლიციელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით 1751 და სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით 3811.

  

ოჯახში ძალადობის მხვერპლებს სახელმწიფო  უზრუზრუნველყოფს სახელმწიფო თავშესაფარით, სადაც მსხვერპლთა განთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. მსხვერპლის სტატუსის მიღება შესაძლებელია მსხვერპლის სატატუსის განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი საბჭოსგან;  შემაკავებელი ორდერისა და დამცავი ორდერის გამოწერის შემთხვევაში. მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 116 006.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გათვალისწინებულია ბავშვი მოწმეების უფლებების დაცვა,   დანაშაულის შეტყობინება და მეურვეობისა და მონახულების უფლებები.  მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობა უზღუდავს ბავშვს მოძალადე მამასთან ურთიერთობას, რომელსაც გამოწერილი აქვს  შემაკავებელი ორდენი  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  ბავშვის  მეურვე ოჯახი  მიმართავს ურთიერთობის შეზღუდვის მოთხოვნით სასამართლოს. იხილე შესაბამისი ამონარიდები კანონმდებლობიდან:

მუხლი 26. ბავშვი მოწმეების დაცვა და დახმარება

  1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა მსხვერპლისთვის დაცვისა და დახმარების მომსახურების გაწევისას სათანადოდ იყოს გათვალისწინებული ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობის ბავშვი მოწმეების უფლებები და საჭიროებები.
  2. ამ მუხლის შესაბამისად მიღებული ზომები მოიცავს შესაფერის ასაკობრივ ჯგუფზე ორიენტირებულ ფსიქოსოციალურ კონსულტაციებს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის ბავშვი მოწმეებისთვის და სათანადოდ ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

მუხლი 27. შეტყობინება

მხარეები იღებენ ყველა საჭირო ზომას, რათა წაახალისონ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის აქტების ჩადენის მოწმე ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელსაც გონივრული საფუძველი გააჩნია ივარაუდოს, რომ მსგავსი აქტი შეიძლება განხორციელდეს ან რომ მოსალოდნელია ძალადობის აქტების განმეორება, ამის შესახებ შეატყობინოს კომპეტენტურ ორგანიზაციებს ან ხელისუფლების ორგანოებს.

 

მუხლი 31. მეურვეობა, მონახულების უფლებები და უსაფრთხოება

  1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბავშვთა მეურვეობისა და მონახულების უფლებების განსაზღვრისას მხედველობაში იქნას მიღებული ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის შემთხვევები.
  2. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მეურვეობის ან მონახულების ნებისმიერი უფლების გამოყენება საფრთხეს არ უქმნიდეს მსხვერპლის ან ბავშვთა უფლებებსა და უსაფრთხოებას.

სამართლებრივი ჩარჩო

კონსულტაციისთვის
დაგვიკავშირდით

ძალადობის სტატისტიკა

ძალადობის სტატისტიკა