ავტორები: დავით ნადარეიშვილი და ლუკა ინასარიძე
რა მიმართულებით გეგმავთ ცვლილებებს განათლების სფეროში? როგორ შეეხება ეს ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს?
რეფორმები იქნება მართლაც მასშტაბური, განსაკუთრებით ზოგადი განათლების რეფორმა, რომელიც მოიცავს კომპლექსურ ცვლილებებს: როგორც სასწავლო პროგრამების განახლებას, ინფრასტრუქტურის განახლებას, პედაგოგების განახლებას. ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი სამოქმედო გეგმაში წლების მიხედვით.
რაც შეეხება, ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, სახელმწიფო და ჩვენი სამინისტრო მაქსიმალურად ეცდება, რომ დააფინანსოს მათი სწავლა განათლება სპეციალურ სკოლებში, სადაც ისინი თავს უკეთ იგრძნობენ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სკოლებში განხორციელდება მასწავლებელთა რეფორმა, გამოცდილი პედაგოგები კი ასეთ ბავშვებს საზოგადოებაში გაწევრიანებაში დაეხმარებიან.
რას გულისხმობს ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლის შემდგომი განათლების ქვეპროგრამა და როგორ ეხმარება ის ბავშებს?
მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეპროგრამის მიზნები და ამოცანები ეყრდნობა„გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციას, რომლის მიხედვით, ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება (მუხლი 28). ეს უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციითაც, ამდენად, სახელმწიფო ვალდებულია განსაკუთრებულად დაიცვას ის ბავშვი, რომელიც მოკლებულია განათლებას და უზრუნველყოს მისი ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველი ბავშვი. ”ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლის შემდგომი განათლების” ქვეპროგრამის ძირითადი ამოცანაც, გახლავთ საბავშვო-სამზრუნველო დაწესებულებების კურსდამთავრებულ ბავშვთა უმაღლესი და პროფესიული განათლებით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამა ეხმარება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლებისა და სკოლა-პანსიონების აღსაზრდელებსა და ასობით სოციალურად დაუცველ ბავშვს მიიღოს უფასო პროფესიული განათლება, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს მათ საზოგადოებაში სოციალიზაციასა და ინტეგრაციას.
რამდენად ხელმისაწვდომია ობოლი ბავშვებისთვის განათლება დღეს საქართველოში? შეუძლიათ თუ არა მათ მიიღონ ისეთივე განათლება როგორც სხვა ბავშვებმა?
ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის განათლების მიწოდების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. გიორგაძემ აღნიშნა, რომ ეს გამოწვევა ნამდვილად არსებობს. დღეს ამ ბავშვებისთვის განათლება ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომია და სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს მომავალშიც ასე იყოს.
კითხვაზე თუ რა ხარვეზებია სისტემაში და როგორ ხედავს ხარვეზების გამოსწორების გზას, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რეფორმის გეგმა მიმართული იქნება მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე, რომ მათ შეძლონ არა მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნის მიღება,არამედ თავისუფლად აზროვნება,საკუთარი აზრისა და არგუმენტების ჩამოყალიბება,კრიტიკულ სიტუაციაში პრობლემის გადაჭრა.
რამდენად მოსალოდნელია მასწავლებლებისთვის სპეციალური კურსების შეთავაზება, ტრავმირებულ ბავშვებთან ეფექტურ ურტიერთობაზე?
გიორგაძემ აღნიშნა, რომ პრობლემის მქონე ბავშვებთან ნამდვილად საჭიროა განსხვავებული, უშუალოდ მათზე მორგებული მეთოდოლოგიის გამოყენება, პირველ რიგში, ასეთი ბავშვები უნდა გრძნობდნენ, რომ არ არიან მარტო, განსაკუთრებით სკოლაში, სადაც დღის უმეტეს დროს ატარებენ. თუმცა მან დასძინა, რომ მასწავლებლების გადამზადება ტრამვირებულ ბავშვებთან ურთერთობის კუთხით, ხარჯებთან არის დაკავშირებული.