საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიიხილეთ ამ კოდექსის 199–ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საქმეზე ბრალდებულისთვის სასამართლოში აღკვეთ ღონისძიებასთან ერთად, დამატებითი აკრძალვების ფორმებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიეს კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღონისძიებას, მათ შორის მრავალი მუხლი ეხება ოჯახში ჩადენილ დანაშაულს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიიხილეთ ამ კოდექსის 1873–ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს თუ რა სამოქალაქო დავები ექვემდებარება სასამართლო მედიაციას, მათ შორის შედის ქალთა მიმართ ძალადობისთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული დავები.
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსიიხილეთ ამ კოდექსის 36–ე მუხლის მე–2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების წესს.
საქართველოს კანონი ქალთა მიმართ ძალადობის ანდა ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებეს კანონი განსაზღვრავს ქალთა მიმართ ოჯახში თუ საზოგადოებაში ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, ასევე, მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის უფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებიხილეთ ამ კანონის 37–ე მუხლის მე–2 პუქტი, რომელიც ეხება აკადემიური პერსონალის ვალდებულებას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ინფორმაციის მიწოდების შესახებ.
საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებიხილეთ ამ კანონის 55–ე მუხლის მე–2 პუნქტი, რომელიც მოიცავს მოხელის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევათა ჩამონათვალს, მათ შორისაა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევა.
საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებიხილეთ ამ კანონის 48–ე მუხლის მე–2 პუნქტი და 49–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლებიც ეხება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის უფლებამოლილებას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ინფორმაციის მიწოდების შესახებ.
საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებიხილეთ ამ კანონის 34–ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ავალდებულებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე შესაბამისი ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
საქართველოს კანონი პოლიციის შესახებიხილეთ ამ კანონის მე–17 მუხლი, რომელიც მოიცავს პოლიციის მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უფლებამოსილებების ჩამონათვალს, მათ შორისაა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხები.
საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებიხილეთ ამ კანონის 28–ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” და 29–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტები, რომლებიც განსაზღვრავს სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის დასაშვებობა–გამჟღავნების წესს და პირდაპირ კავშირშია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებთან.
საქართველოს კანონი პატიმრობის კოდექსიიხილეთ ამ კანონის 451–ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მოვალეობას ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისას.
საქართველოს კანონი იურიდიული დახმარების შესახებამ კანონის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება ისარგებლოს თანმიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე. იურიდიული კონსულტაცია გაიწევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ხოლო იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს.
საქართველოს კანონი იარაღის შესახებიხილეთ ამ კანონის მე–10 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს პირის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოყენებისას იარაღის შენახვა–ტარების შეზღუდვის ღონისძიებებს.
საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებიხილეთ ამ კანონის მე–201 მუხლი, 43–ე მუხლის პირველი და მე–4 პუნქტები, 483 მუხლის მე–3 პუნქტი, რომლებიც განსაზღვრავს სკოლაში სხვადასხვა პირების ვალდებულებას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ინფორმაციის მიწოდების შესახებ.
საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებეს კანონი ადგენს ქალისა და მამაკაცის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის ძირითად გარანტიებს, განსაზღვრავს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროებში ქალისა და მამაკაცის უფლებებისა და თავისუფლებებისა განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებსა და პირობებს.
საქართველოს კანონი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიიხილეთ ამ კანონის 52-ე მუხლის მე–11 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არასრულწლოვანი პირის გამოკითხისა და დაკითხვის შეზღუდვას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საქმეზე.
საქართველოს კანონი ადვოკატთა შესახებიხილეთ ამ კანონის მე–4 მუხლის პირველი პუქტი, რომელიც ეხება ადვოკატის უფლებამოლილებას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ინფორმაციის მიწოდების შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიიხილეთ ამ კოდექსის თავი VII3, რომელიც არეგულირებს ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიიხილეთ ამ კოდექსის 246–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომელიც შეეხება იმ სახელმწიფო ორგანოების ჩამონათვალს, რომელთაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენისას ადმინისტრაციული დაკავების უფლება გააჩნიათ.
ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებეს კონვენცია რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის N543 – IIს დადგენილებით და ძალაშია 2017 წლის 1 სექტემბრიდან. აღნიშნული კონვენცია ფარავს ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის, ოჯახში ძალადობას. კონვენცია გამოიყენება ოჯახში ძალადობის ყველა მსხვერპლთან მიმართებაში და კონვენციის დებულებების განხორციელებისას წევრი ქვეყნები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის მსხვერპლ ქალებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეა – ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციაეს კონვენცია რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994წ. 22 სექტემბრის N561 დადგენილებით და ძალაშია 1994 წლის 25 ნოემბრიდან. ამ კონვენციის მთავარ მიზანს წარმოადგენს აღმოიფხვრას კონვენციის წევრ ქვეყნებში „დისკრიმინაცია ქალთა მიმართ“, რაც ნიშნავს ნებისმიერ განსხვავებას, გამონაკლისობას ან შეზღუდვას სქესის ნიშნით, რომელიც ლახავს ან არარად აქცევს მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობას სხვადასხვა სფეროში.