სიახლეები

შეხვედრა ქედასა და ქობულეთში შეხვედრა ქედასა და ქობულეთში

2017 წლის 22-23 აგვისტოს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა“ და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, დაბა ქედასა და ქალაქ ქობულეთში გაიმართა დისკუსიები თემებზე: „რატომ კლავენ კაცები ქალებს?“ და „რატომ კლავენ ქალები კაცებს?“
შეხვედრების დროს, განხილული იქნა ძალადობის სხვადასხვა ასპექტი როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს მასშტაბით; საუბარი შეეხო ადგილობრივ პრობლემებსაც და მონაწილეებს საშუალება მიეცათ, ესაუბრათ მათთვის ცნობილ კონკრეტულ შემთხვევებსა და გამოწვევებზე. შეხვედრებში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 40-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
დისკუსიები გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის“ ფარგლებში.

სამართლებრივი ჩარჩო

კონსულტაციისთვის
დაგვიკავშირდით

ძალადობის სტატისტიკა

ძალადობის სტატისტიკა