თათია შაიშმელაშვილი
ძალადობა ყველაზე მოწყვლად ქალებზე განსაკუთრებული სისასტიკით ვლინდება. ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელ და სექს-ბიზნესში ჩართული ქალები ორმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. ქალ სექს-მუშაკთა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ქალთა ზუსტი სტატისტიკა უცნობია მათ მიმართ არსებული სტიგმის გამო.
ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - “მოწყვლადი ქალების გაძლიერება დისკრიმინაციის დასაძლევად” ფარგლებში ორგანიზაცია “თანადგომამ” ალტერნატივა ჯორჯიასა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და დემოკრატიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით კვლევა ჩაატარა, რის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფის ქალებზე ძირითადად ძალადობენ პარტნიორები, ქმრები, ოჯახის წევრები და ასევე, სამართალდამცველები.
კვლევამ აჩვენა, რომ სექს-მუშაკი და ნარკოტიკების მომხმარებელი ქალების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდა, სასულიერო პირებსა და მედიცინის მუშაკებსაც აქვთ. მოწყვლადი ქალები ასევე, გარიყული არიან დამსაქმებლების მხრიდან. კვლევაში მონაწილე რესპონდენტები საკუთარ გამოცდილებაზე ყვებიან.
კვლევაში მონაწილეობა სექს-ბიზნესში ჩართულმა და ნარკოტიკის მომხმარებელმა 37 ქალმა მიიღო თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან. რესპონდენტთა 56%-მა ნარკოტიკების ინექციური მოხმარება კვლევის მომენტისთვის, ხოლო 43%-მა წარშულში აღნიშნა. რესპონდენტები საშუალო ასაკი 42 წელი იყო. რესპონდენტებმა თქვეს,რომ ნარკოტიკების მოხმარების დიდი ხნის ისტორია ჰქონდათ( 5-დან 19-წლამდეისტორია). ამასთან, რესპონდენტების განათლების საშუალო წლებმა შეადგინა 14 წელიწადი,მინიმუმ 9 და მაქსიმიმ-30 წელიწადი.
ბენეფიციარების უმრავლესობა განქორწინებულია.უმეტეს შემთხვევაში კი მათი მეუღლეები, ასევე, ნარკოტიკის მომხმარებლები იყვნენ. უმეტესობა უმუშევარია, ხოლო ვისაც სამუშაო გამოცდილება აქვს, ნარკოტიკების მოხმარების გამო ნასამართლევია და სამუშაოს აღარც ეძებს, ვინაიდან დასაქმების ბაზარი ასეთი ადამიანების მიმართ ძალიან მკაცრია.
“ არ აგიყვანენ, რომ გაიგონ, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი ან ხარ, ან იყავი. დასალაგებლადაც არ შეგიშვებენ, რამე რომ არ გაიტანო. პირდაპირ უთქვამთ, ნაჯდომი ხარ ციხეში და არ მიგიღებო”,- აცხადებს კვლევაში მონაწილე რესპონდენტი.
კვლევამ გამოავლინა, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი ქალების მიმართ დამოკიდებულება საკუთარი ოჯახის წევრებისთვის მხირადან ნეგატიურია. ხშირად ასეთ ქალებს ოჯახებიდანაც დევნიან.
“კაცმა შესაძლოა შენთაან ერთად გაიკეთოს, მაგრამ ხუთ წუთში დაგცინოს, კაი, მე კაცი ვარ და ვიკეთებ, მაგრამ შენ არ გრცხვენია? ქალი ხარ და რატომ იკითებ? დედა ხარ და ოჯახი გაქვს და ნამუსი არ გაქვს? და რაღაც ასეთები”,- ამბობს რესპონდენტი.
ფოკუს ჯგუფის ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ საეკლესიო პირები ქალი მომხმარებლების მიმართ ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურ დამოკიდებულებას ავლენენ.
“მამაოსთაან მივედი, გაიგო, რომ ვარ აივ ინფიცირებული და მეუბნება, შენ ციხიდან გამოსვლას რომ დააპირებ, მე დაგხვდები მორჩილის კაბით, შენ ჩაიცვი მორჩილის კაბა და ეკლესიაში წამოდი, რადგან შენ კიდევ სხვას დაღუპავ. მამაოს მრევლის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს”,- ამბობს კვლევის რესპონტენტი.
კვლევამ დაადგინა, რომ სამედიცინო სერვისის მიმწოდებლებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა და მომხმარებების მიმართ ავლენენ უარყოფით დამოკიდებულებას. კვლევის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში მისვლას იმიტომაც არიდებენ თავს, რომ არ აქვთ მედ პერსონალის მხრდან საიდუმლოს შენახვის იმედი.
“”მე რომ მივედი და ვუთხარი, ცე და ბე ჰეპატიტი მაქვს-მეთქი, ქალმა ათი ხელთათმანი ჩაიცვა. ელიმინაციის პროგრამა რომ არის, გოგოები როგორ მიდიან იცი? დერეფანში ხომ ჩუმად შედიან, ვითომ სტომატოლოგთაან მიდიან და რომ ნახავენ არავინ არაა, ეგრევე შევარდებინა, ანალიზს აიღებენ და გამოვლენ”,- ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.
ძალადობის კვლევამ გამოავლინა, რომ ქალების მიმართ ძალადობის თითქმის ყველა ფორმა ვლინდება. მოძალადეები ძირითადად ინტიმური პარტნიორები, ოჯახის წევრები და სამართალდამცველები არიან.
პროექტის კოორდინატორის, ხათუნა ხაჟომიას განცხადებით, როცა საქმე ქმრებს ან პარტნიორებს ეხება, ქალებს ძალიან უჭირთ პრობლემა სამართლებრივი გზით მოაგვარონ.
“ ქალები ცდილობენ, არ მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს. ვინაიდან პოლიციასთან ურთიერთობა მათთვისაც საშიშია ნარკოტიკების მოხმარების გამო. გარდა ამისა, არის “ლომკაში” ჩარჩენის შიშიც, რადგან ნარკოტიკის მიმწოდებელი წყარო ისევ და ისევ ქმარი ან პარტნიორია”-აცხადებს ხაჟომია.
ამასთან, კვლევის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამართალდამცავის დახმარების იმედი არ აქვთ, ვინაიდან სექსუალურად და ფიზიკურად თავად ძალადობენ ქალებზე.
მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციარებს არ აქვთ ინფორმაცია ძალადობასთან გამკლავების მექანიზმების შესახებ. სამართალდამცველი სტრუქტურებისადმი უნდობლობის გარდა., რესპონდენტები თავშესაფარში მათთვის არასახასრბიელო მდგომარეობის შესახებ საუბრობენ.
“ პატიმრობაში ბევრად უფრო უკეთესი პირობები და გარემოა, ვიდრე თავშესაფარში. ჩვენთან იყო რამდნემე ქალი, რომელიც ციხიდან გავიდა და თავშესაფარი რომ არ ჰქონოდათ, იპარავდნენ და ისევ უკან ბრუნდებოდნენ ციხეში”,- ამბობს ერთ-ერთი ბენეფიციარი.