2018 წლის 13 აპრილს 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი საკუთარი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით გამოჭრეს. თბილისში, ბარნოვის ქუჩის 77 ნომერში საცხოვრებელ სახლში მეზობლები ბავშვების განწირული ყვირილის შემდეგ შევიდნენ და გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს.1993 წელს დაბადებულ ახალგაზრდას ყელის არეში ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. სავარაუდო მკვლელი 46 წლის ვეფხვია ბ. მოკლულის ყოფილი მამინაცვალია. ის დაცვის პოლიციაში რამდენიმე წლის განმავლბაში მუშაობდა. ორჯერ არის ნასამართლევი.დანაშაულის ჩადენის შემდეგ მკვლელი, სავარაუდოდ, ბინაში მივიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და მიიმალა.