2017 წლის 29 ივნისს კლუბ „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს საზოგადოებრივმა ინსტიტუტმა გამართა ტრენინგი ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე.
მენტორებმა მონაწილეებს გააცნეს ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის გაშუქების საერთაშორისო მედია სტანდარტები, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე შექმნილი პროექტების საუკეთესო მაგალითები და ჟურნალისტურ სამუშაო ტრავმასთან გამკლავების გზები.
კურსის ბოლოს, მონაწილეებმა შეადგინეს ერთდღიანი კურსის ტრენინგ მოდული ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე, რომლის მიხედვითაც თავად ჩაუტარებენ ტრენინგს სხვა ჟურნალისტებს, რომლებიც კურსის გავლის შემდეგ, ტრენერების ხელმძღვანელობით, შექმნიან მინიმუმ ორ მასალას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ.