სიახლეები

“ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის” პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა “ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის” პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა

2018 წლის 2 აგვისტოს, სასტუმრო რამადა ენკორში “ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის” პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

პროექტის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ პარტნიორი ორგანიზაციის - ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის წევრები, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თამარ დეკანოსიძე, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენელი, მკვლევარი ანა ჟვანია და ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი.

შეხვედრის დასაწყისში მოკლედ შეჯამდა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და მიღწევები, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა რამდენიმე თემა, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

“ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის” პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ ხორციელდება.

სამართლებრივი ჩარჩო

კონსულტაციისთვის
დაგვიკავშირდით

ძალადობის სტატისტიკა

ძალადობის სტატისტიკა