სიახლეები

“სვანეთის საიდუმლო” ფრონტლაინში “სვანეთის საიდუმლო” ფრონტლაინში
„ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით და დაფინანსებით ხორციელდება, 2018 წლის 18 ოქტომბერს, თბილისში, კლუბ “ფრონტლაინ ჯორჯიაში” საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენლებმა შეხვედრა-დისკუსია სახელწოდებით “სვანეთის საიდუმლო” გამართეს.

პროექტის წარმომადგენლებმა თინა ცომაიამ, ია შალამბერიძემ და ჯანა ჯავახიშვილმა, შეაჯამეს სვანეთში მივლინებისას ჩატარებული კვლევის შედეგები და წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას. მულტიმედია პროექტის “ლამარიას მადლი - ქალი სვანეთში” პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია თემებზე, თუ რა განაპირობებს აღნიშნულ რეგიონში ქალთა მიმართ ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევების სიმცირეს და ფემიციდის ფაქტების არარსებობას, როგორია კულტურის როლი ძალადობრივი ქცევის მანიფესტაციასა და ძალადობის პრევენციაში.
დისკუსიის შემდეგ ანსამბლ “ნადურის” მიერ შესრულდა სვანური სიმღერა. 
ღონისძიება დასრულდა ფურშეტით.

სამართლებრივი ჩარჩო

კონსულტაციისთვის
დაგვიკავშირდით

ძალადობის სტატისტიკა

ძალადობის სტატისტიკა