ომბუდსმენის შეფასებით, დღეს დღესობით ძალიან ცოტა ქალი იცის საკუთარ რეპროდუქციულ და სექსუალკური უფლებებზე, განსაკუთრებით რეგიონებში და სოფლებში მცხოვრები ქალები.
ომბუდსმენის შეფასებით, კანონისა და კანონქვემდებარე აქტების ზოგიერთი ასპექტი აკნინებს ქალის მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლებას და არ ქმნის ხელსაყრელ გარემოს, რათა ქალმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ რეპროდუქციულ ფუნქციასთან დაკავშირებით.
ამ პრობლემებს უკავშირდება არასამთავრობო ორგანიზაციის ჰერა XXI-ის ღონისძიება “რეალური ნაბიჯებიდან რეალურ შედეგებამდე”, რომელიც ასევე ამ ორგანიზაციის 20-წლიან საქმიანობის იუბილეს აღსანიშნავად ჩატარდა.
ამ ღონისძიების დროს კვლევის “ბარიერები უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობის გზაზე” პრეზენტაცია ჩატარდა. ეს კვლევა ჩატარებულია ჰერა XXI-ის მკვლევართა ჯგუფის მიერ 2018 წელს საქართველოს 7 რეგიონში. კვლევის ფარგლებში 90 ქალი გამოიკითხა,და ბიოგრაფიულ-ნარატიულ ტექნიკის გამოყენებით მომზადებულია.
ანგარიში საკმაოდ ბევრ პრობლემას ავლენს. ქალებს ხშირ შემთხვევაში აბორტისკენ ეკონომიკური მდგომარეობა, არასასურველი ორსულობა (ქორწინების გარეშე), ჯანმრთელობის პრობლემები ან შვილების რაოდენობის განსაზღვა უბიძგებს. გამოკითხულები აღნიშნავენ, რომ დაბალი ცნობადობის გამო არ იცოდნენ გადაუდებელი კონტრაცეპტივების შესახებ და ზოგადად თავდაცვის საშუალებებზეც კი, რასაც ასევე სამედეცინო დაწესებულებების სიშორე ხელს უწყობს. ეს ასევე არის ერთ-ერთი ბარიერი უსაფრთხო აბორტისკენ - კლინიკების სიშორე და გზის სიძვირე. რამდენიმე შემთხევავში სახსენებია, რომ აბორტს ქალები თავად იკიტებენ, რადგან ექიმთან წასვლის თანხა არ აქვთ.
ჰერა XXI-ს მკვლევარების ჯგუფის განცხადებით, ამ სირთულეებთან შორის ექიმების და საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციული დამოკიდებულება ქალი-პაციდენტების მიმართ. “გარკვეული სტიგმატიზირება ანიჭებს ამ ქალებს, ვინც აბორტის სერვისით სარგებლობა სურს, რაც უარყიფითად მოქმედებს ამ თითოეული ადამიანის როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე მორალურ მდგომარეობაზე. ჩვენი ინტერვიუს ფარგლებში ყოველი ადამიანი ამბობდა რომ ეს ძალიან რთულია მათთვის, ამ ნაბიჯების გადადგმა და საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობენ თავს”, - ამბობს მკვლევართა ჯგუფის წევრი მარიამ დარბაიძე.
ასევე, კვლევაში აღნიშნულია ხუთი დღის პერიოდი - დრო, რომელსაც ექიმი ქალს აძლევს გადაწყვეტილების მისაღებად - გაიკეტოს თუ არა აბორტი. ჰერა XXI-ის დირექტორის ნინო წულეისკირის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ხელოვნურად შექმნილი ბარიერი უსფრთხო აბორტის ხელმისაწვდობისთვის.
“ქალი აბორტისთვის მიდის ქალაქში. ტრანსპორტირების ხარჯი ძვირია, და სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა გაჭირვებულია. და ეს ხუთი დღე არი პრობლემა, რადგან ვთქვათ, ქალი ჩავვიდა ექიმთან, ის აბრუნებს მათ უკან და ამბობს ხუთი დღის მერე მოდი, ე.ი უკვე ორმაგი ტრანსპორტის ხარჯია. და შეიძლება ქალი უმალავს ქმარს ან დედამთილს ამ გადაწყვეტილებას, ან სამსახურიდან ვერ განთავისუფლდება და აქ უკვე სოციულური პრობლემები შემოდიან. ანგარიშში აღნიშნავენ ქალები რომ ეს მათთვის ორმაგი ფსიქლოგიური სტრესია”. წულეისკირის თმით, ქალები უმეტეს შემთხვევაში ექიმთან წასვლამდე არც იციან 5 დღის მოსაცდელი ვადის შესახებ და ეს არის ქალთა უფლებების დარღვევაა.
“ეს რეგულაცია 2014 წლიდან შევიდა ძალაში და არავინ არ კითხა ქალს, უნდა თუ არა ეს ხუთი დღე. ქალს უნდა ვკითხოთ, რა არის მისთვის კომფორტული, რა არის მისთვის მისაღები და ნაკლებად სტრესული. რატო ხუთი დღე, და არა ათი დღე?მე რადმნეს მინდა, იმდენს ვიფიქრებ და მერე მივალ სერვისის მისაღებად. ნუ მისაზღვართ, რამდენიც მჭირდება, მაგდენს ვიფიქრებ”,- ამბობს წულეისკირი.