სიახლეები

რა ვიცით მაია ოთინაშვილის გატაცებაზე? რა ვიცით მაია ოთინაშვილის გატაცებაზე?

37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს, ე.წ სასაზღვრო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთიდან  რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოიტაცეს. სამი შვილის დედა უკვე მეექვსე დღეა დაპატიმრებულია, მისი ოჯახის წევრები კი დამხარებას ითხოვენ.

მაიას დედა, გალინა ქელეხსაევა ამბობს:

“როგორც გაირკვა, რუსი სამხედროები ნაკვეთში იყვნენ ჩასაფრებულები. ჩემ შვილს კაკალი უნდა აეკრიფა. მოულოდნელად, სამალავიდან გამოვიდნენ და გადაიყვანეს მავთულხლართებზე. თან რაღაც შავი ნაჭერი გადააფარეს მავთულხლართებს, რომ ადვილად გადაეყვანათ.”

მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად, საქართველოს მთავრობის გარდა, “წითელი ჯვრისა” და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლები მუშაობენ. ამის მიუხედავად ოჯახს მაინც არ აქვს ზუსტი ცნობები პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე ზუსტად არ იციან,  სასამართლომ ოთინაშვილს რამდენხნიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თავდაპირველად, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ “მოგვიანებით ქართულ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ეცნობა, რომ მაია ოთინაშვილს არა ორთვიანი, არამედ ათდღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გუშინ კი ცხინვალიდან კიდევ ერთი განცხადება გავრცელდა ოთინაშვილისთვის ერთთვიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ.” --  წერია “რადიო თავისუფლების” სტატიაში.

“აღსანიშნავია, რომ მაია ოთინაშვილი ხურვალეთიდან უკვე მეხუთე დაკავებული ქალია, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კონფლიქტით დაზარალებული ქალების უკიდურესად მძიმე მდგომარეობას” ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 52 უკანონო დაკავების ფაქტი იქნა რეგისტრირებული (ცდომილება 5 %). დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენი ქალია, აქედან, არ გვაქვს. თუმცა, ინფორმაცია გამოვითხოვეთ შსს-დან, უსაფრთხოების სამსახურიდან და ევროკავშირის სადამკვირებლო მისიიდან. პასუხებს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მაკა ფერაძემ განაცხადა, რომ მაია ოთიაშვილის გატაცების ფაქტს არ იძიებენ, როგორც გენდერული ნიშნით მომხდარ დანაშაულს: „ჩვენ ქალთა ძალადობაზე ვმუშაობთ, რომელიც გენდერული ნიშნით ხდება და თუ გამოიკვეთა, რომ ეს ფაქტი,ანუ გატაცება და ფიზიკური ძალადობა გენდერული ნიშნით მოხდა, ჩვენი დეპარტამენტი ამ საკითხზე მუშაობას დაიწყებს”.

მედიაში გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით, femicide.ge გთავაზობთ მაია ოთინაშვილთან დაკავშირებული მოვლენების განვითარების თანმიმდევრულ სურათს:

სამართლებრივი ჩარჩო

კონსულტაციისთვის
დაგვიკავშირდით

ძალადობის სტატისტიკა

ძალადობის სტატისტიკა