4 ივლისს ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის ფარგლებში ზუგდიდში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. პროექტის გუნდის წევრებმა სტუმრებს ვებ-პორტალ www.femicide.ge-ს ძირითადი სტრუქტურა და თანამედროვე ვიზუალიზაციის მეთოდების საშუალებით შექმნილი მონაცემთა ბაზა გააცნეს.