2014 წლის აღწერის შედეგად მიღებულ იქნა უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნების, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროების, საცხოვრისების და სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ. მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგებზე დაყრდნობით წინმდებარე მონოგრაფია განიხილავს საქართველოში დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის დარღვევებთან დაკავშირებული ტენდენციებს, მის განმაპირობებელ ფაქტორებს და გენდერულ ჭრილში აანალიზებს ოჯახების შექმნის თანმდევ რეპროდუქციულ ქცევას.