2018 წელი
კვლევაში შეფასებულია საქართველოს კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესაბამისობა გენდერული თანასწორობის პრინციპებთან და მოყვანილია რეკომენდაციები გასატარებელი რეფორმების შესახებ.
კვლევაში შეფასებულია საქართველოს კანონმდებლობისა და პოლიტიკის ცხრა სფერო: ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა მიმართ ძალადობა, შრომითი ურთიერთობები, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, კულტურა და მშვიდობა და უსაფრთხოება. გარდა ამისა, დაწვრილებით განხილულია საქართველოს კანონები დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის შესახებ.
კვლევა ჩაატარა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ, ხოლო მისი ხელშემწყობები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) ინიციატივის ფარგლებში