პუბლიკაციები

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოში, სახალხო დამცველის ანგარიში

დეკემბერი 22, 2017


წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს №1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტისთვის, მნიშვნელოვანი იყო დაინტერესებულ პირებთან მიმართებაში გეგმის ზეგავლენისა და მიზნებისა და შედეგების თანხვედრის შეფასება. ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ძირითად წყაროს შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების საქმიანობის შეფასება წარმოადგენდა. მონიტორინგის ფარგლებში ასევე ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან და ამ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

მონიტორინგის შედეგებმა ცხადყო, რომ პრობლემურია პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების მიერ ქალებისა და გოგონების განსაკუთრებული როლისა და საჭიროებების დანახვა. ასევე, ცალსახად იკვეთება უფრო ინტერსექციური გეგმის შემუშავების საჭიროება და მედიაში კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა და გოგონათა საჭიროებების სწორი გაშუქება. კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ისევე როგორც სექსუალური ძალადობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგონებისთვის სპეციფიური ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების შეთავაზება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ანგარიშში ასახული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემდგომი განვითარებისა და განხორციელების პროცესში.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

სამართლებრივი ჩარჩო

კონსულტაციისთვის
დაგვიკავშირდით

ძალადობის სტატისტიკა

ძალადობის სტატისტიკა