ნინო ყიფშიძე, 31 წლის, 2018 წლის 22 დეკემბერს ახალციხეში ნაქირავებ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ქალი შიშველი იყო და სხეულზე მრავალი დაზიანება ჰქონდა. გამოძიება 115-ე , თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ოჯახი პირველივე დღიდან ამტკიცებდა, რომ ქალი სასტიკად ნაწამები იყო. ექსპერტიზის ბიუროდან ცხედრის ოჯახში გადასვენების შემდეგ გარდაცვლილის სხეულზე ნინო ყიფშიძის მამამ ჰემატომები და დაზიანებები საკუთარი თვალით ნახა.