2018 წლის 15 დეკემბერს მარნეულის სოფელ კიროვკაში 66 წლის ქალი -- ბასტი მამედოვა -- საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში გარდაცვლილი მეზობლებმა ნახეს.
ბასტი მამედოვას ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ქალს ოჯახი არ ჰყავდა და მასთან ერთად მხოლოდ მისი ძმისშვილი, ნ.მ ცხოვრობდა, რომელიც რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა დააკავეს.