მარნეულში მცხოვრები ცოლ-ქმარი ლორა და რაიან სმიტი შვილთან, 4 წლის ქაილებათან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში გარდაცვლილები იპოვეს. რა მოხდა? სმიტების ოჯახის გაუჩიანრებასთან დაკავშირებით მედიაში ინფორმაცია 2018 წლის შვიდ ივლისს, საღამოს საათებში გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხადას ხეობაში, სოფელ წკერეში დაკარგულების სამძებრო სამუშაოები “112”-ში შესული ზარის საფუძველზე დაიწყო. შეტყობინების ავტორი სმიტებთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა.