2017 წლის 10 აპრილს, თბილისიდან 220 კმ–ში ასპინძის რაიონში 35 წლის მანუჩარ ზაზაძემ თავის 27 წლის მეუღლეს თეონა ბერიძეს დანა 15–ჯერ ჩაარტყა მუცლის არეში. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობა ღამის 1 საათზე მოხდა. მათ ორ შვილს – 8 და 5 წლის ბიჭებს ამ დროს ეძინათ.„ყველანი ვეუბნებოდით თეონას, წამოდი, თავი დაანებე შენს ქმარს“, მაგრამ ხშირად გვიმეორებდა, სადაც არ უნდა წავიდე, მომაგნებს და მომკლავს. ახლა რა ხდება – ამ ორ მცირეწლოვან ბავშვს თავზე დაექცა მთელი ცხორება.“