ოთხი შვილის დედა, 39 წლის მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი, ყოფილმა ქმარმა 2017 წლის 25 აპრილს რკინის მავთულით გაგუდა. ერთდღიანი ძებნის შემდეგ, ქალის ცხედარს მამამთილის სახლში მიაკვლიეს. სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, 42 წლის გიორგი ჯანაშვილმა ყოფილი ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.